უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმედუნარიანობის საკანონმდებლო რეფორმის შესახებ, ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლოების გადაწყვეტილებები პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია:
„საუბარია კონკრეტულ ხარვეზებზე, რომელიც გამოიკვეთა როგორც კანონმდებლობაში, ასევე განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. აქ საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლა, ასევე სასამართლომ უნდა შეცვალოს პრაქტიკა. იყო შემთხვევები, როდესაც შაბლონური და დაუსაბუთებელი იყო გადაწყვეტილება. სასამართლო არ ითვალისწინებდა იმ ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც ამ პირებს სჭირდებოდათ და აქედან გამომდინარე, სპეციალური რეკომენდაციები ეხება სწორედ ამას, რომ მიდგომები იყოს შეცვლილი,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.
მასალის გამოყენების პირობები






