გია ბარამიძის განცხადებით, პარლამენტში ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქომია.
"ნაციონალური მორაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ „ნაციონალების“, „ფორუმის“, „რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო.
“საუბარი ნამდვილად იყო იმაზე იყო, რომ როდესაც ირაკლი ალასანიას პარტია გამოვიდა უმრავლესობიდან, საშუალება ნამდვილად იყო, გვემსჯელა, რათა შექმნილიყო ახალი კონფიგურაცია პარლამენტში. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის - პრესითაც, რათა ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და პარლამენტში ვითარების შეცვლის შესაძლებლობა ყოფილიყო. ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით. ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, იყვნენ „რესპუბლიკელები კულუარებში იყო საუბრები სხვადასხვა დეპუტატებს შორის. ეს ფაქტია, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები არ გახსნილა, რადგან არ იყო საკმარისი მზაობა ამასთან დაკავშირებით. რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება, ამის შესაძლებლობა იყო. სამწუხაროდ ეს შანსი იყო გაშვებული ხელიდან”, - განაცხადა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






