"ნაციონალებთან" არასოდეს ვითანამშრომლებთ", ერთადერთი ვისაც ენმ მოსწონს "ოცნებაა" - მიროტაძე
პოლიტიკა - 13:06, 17 Oct, 2016     1658
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად უმრავლესობის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც მიროტაძემ "ნიუპოსტს" გია ბარამიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივი რეჟიმია და ფორუმი მათთან მოლაპარაკების მაგიდაზე არც მომავალში დაჯდება".

"ძალიან არასერიოზული განცხადებაა, მსგავსი არაფერი არ მომხდარა. არამხოლოდ კონსულტაციები არ ყოფილა, არამედ ეს ამბავი იდეის დონეზეც არ განხილულა. ეტყობა მათ სჭირდებათ მსგავსი ინფორმაციების გავრცელება. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის განხილვები არასდროს ყოფილა და არც არასდროს ვითანამშრომლებთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის ეს გაერთიანება არის ჩვეულებრივი დანაშაულებრივი რეჟიმი. ერთადერთი პარტია ვიცი ვისაც "ნაციონალური მოძრაობა" მოსწონს, ეს "ქართული ოცნებაა" და შეირგეს კიდეც ერთმანეთი. ეს ორი პარტია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომაც იქნებიან ასე კომფორტულად პარლამენტში"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საუბრისას ანი მიროტაძემ.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" და „ეროვნული ფორუმი“ მზად იყვნენ, ენმ-სთან პარლამენტში უმრავლესობა შეექმნათ. ბარამიძის განცხადებით, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უმრავლესობა დატოვეს, თუმცა გაერთიანებაზე უარი „რესპუბლიკელებმა“ უთხრეს. ბარამიძის კომენტარი სააგენტო "აიპრესმა" გაავრცელა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42