საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ტრანსგენდერზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს აფასებს. დეპუტატი ხაზგასმით აცხადებს, რომ მომხდარი არ უკავშირდება ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას გულისხმობს.
„მე არ მიმაჩნია, ის, რომ ჩვენ ქორწინების დეფინიციის მკაფიო განსაზღვრება გვინდა, რომ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეიძლება გამოვლინება ხდებოდეს განსხვავებული ნიშნით ადამიანების მიმართ ძალადობა. მეც ვგმობ ამ ძალადობას, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანების მიმართ ძალადობა თუ ის განსხვავებულია, განსხვავებულად ფიქრობს ან განსხვავებული წესით ცხოვრობს.
რაც შეეხება კვალიფიკაციას, მე ყოველთვის მოვუწოდებდი ყველას, ეს იქნებოდა მათ შორის სახალხო დამცველი თუ სხვა სტრუქტურები, რომ კვალიფიკაციის შეთავაზება გარედან საგამოძიებო ორგანოსთვის მიმაჩნია, რომ არის არასწორი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






