ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სენსაცია რატომაა? ამის შესახებაც ვისაუბრებ - ზურაბ აბაშიძე
პოლიტიკა - 11:50, 17 Oct, 2016     4237
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის ზურაბ აბაშიძისათვის გაუგებარია, "რატომ არის სენსაცია ხელისუფლებასთან მისი შესაძლო თანამშრომლობა".

როგორც აბაშიძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, მაშინ როცა ოპოზიციაში იყო, "ქართულ ოცნებასთან" სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობდა.

აბაშიძის თქმით, ის მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.

"ოპოზიციაში რომ ვიყავი მაშინაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არც არასდროს გამომირიცხავს. საპარლამენტო დონეზე ძალიან ბევრი თანამშრომლობის მაგალითები არსებობს, ამ თანამშრომლობას საკანონმდებლო ხასიათი ჰქონდა. იყო თანამშრომლობა საგარეო მიმართულებითაც. არ ვიცი ახლა რატო არის ეს სენსაცია?! ხელისუფლებასთან კარგ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში, ყოველთვის ვთანამშრომლობდით და მომავალშიც ვითანამშრომლებ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზურაბ აბაშიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერის მტკიცებით, ხელისუფლებას პირადად მისთვის არანაირი თანამდებობა არ შეუთავაზებია.

"თავისუფალი დემოკრატები" ამ არჩევნებზე დამარცხდნენ, გამარჯვებული ძალა "ქართული ოცნებაა". არანაირი კონსულტაციები "თავისუფალ დემოკრატებთან" არ ყოფილა. ეს არის ჩემი შეფასება, ამას ვამბობდიო ადრეც და ახლაც იგივეს ვიმეორებ. რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, არის ის რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არასდროს ვითანამშრომლებ"- განმარტა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

"ეს არის სრული სიცრუე, რა გაერთიანებაზეა საუბარი? - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" აუხდენელი ოცნება" - თქვა მან.

კითხვაზე, მსგავსი მოლაპარაკებები ხომ არ გახდა, "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერების პროტესტი, რაც საბოლოოდ მათი პარტიიდან წასვლით დასრულდა აბაშიძემ აღნიშნა, რომ: "მოვა დრო და ამის შესახებ საჯაროდ ვისაუბრებ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42