„სიღრმეში ძებნა ალოგიკურია, აკვატორიას ზემოდან ვაკონტროლებთ“ - ზღვაში დაკარგულ ჯარისკაცებს ისევ ეძებენ
პოლიტიკა - 11:43, 17 Oct, 2016     8881
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა სერგო ძაგნიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრისთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების წყალქვეშ ძებნა ალოგიკურია, თუმცა მათი სამძებრო სამუშაოები არ წყდება და აკვატორიას მხოლოდ ზემოდან, ვერტმფრენის საშუალებით აკონტროლებენ.

”სამძებრო სამუშაოებში გამოვიყენეთ ყველა რესურსი, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც სიღრმეში ძებნა არალოგიკურად მივიჩნიეთ და ზემოდან ვაკონტროლებთ აკვატორიას. მთელი ბათუმი ხედავს, რომ ზღვის თავზე ყოველდღე შვეულმფრენი დაფრინავს... სადაც მსოფლიოში საუკეთესოდ აღჭურვილი თურქული გემი ვერაფერს გახდა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? ამ საქმეში ჩართული იყო ყველა მყვინთავი, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია”- განაცხადა სერგო ძაგნიძემ.

ძაგნიძემ ასევე აღნიშნა, რომ უწყება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. მანამდე კი მინისტრის ბრძანებით, ახალი ნორმატიული ბაზის შემუშავებამდე სასწავლო საწვრთნელი სამუშაოები შეჩერებულია.

როგორც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა განაცხადა, ეს არ იყო ხარვეზი არამედ დანაშაული იყო, რის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

შეგახსნებთ, რომ აგვისტოში სასწავლო წვრთნების დროს, ზღვაში ორი ჯარისკაცი - იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42