საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, „რესპუბლიკური პარტია“ ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დაისაჯა. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი პარტიის მიმართ იგრძნობა:
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დავისაჯეთ და ეს იგრძნობოდა ჩემს ოლქში და ზოგადად, პარტიის მიმართაც. თუმცა, მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯისთვის დამაჯილდოონ...ლევანთან დავმარცხდი თუ პეტრესთან, მე რომ 2012 წელს ჩამეთვალა, საბურთალოს ოლქში მე გავიმარჯვე და მაგარი ვარ-მეთქი, შესაძლოა, ახლა დამარცხების გამო გული დამწყვეტოდა, თუმცა არც მე გამიმარჯვია მაშინ და არც ლევანს გაუმარჯვია ახლა. გაიმარჯვა იმ რესურსმა და ტალღამ, რაც „ქართულ ოცნებას ორივე არჩევნებისას ჰქონდა“, - განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






