,,გურამ დედა მომიკითხე იმედია შენნაირი შვილი რომ ყავს ბედნიერი ქალი იქნება. რაც შეეხება სხვებს რა ბოღმა გახრჩობთ რამე დაგიშავათ სოფო ბედიამ? არ მოგწონთ თქვენი ნებაა, ხოლო ის ვის უმღერებს ნაციონალებს თუ ოცნებას მისი საქმეა. კომენტარებს ვკითხულობ ახლა და ვის გაგიკეთებიათ რამე საერთოდ ამ ცხოვრებაში აგურზე აგური თუ დაგიდიათ? რამე პროტესტი თუ გაგაჩნიათ ცხოვრებაში? თავი შეიკავეთ ჩემი რჩევაა ადამინური და იცხოვრეთ მშვიდად არ გირჩევთ ზოგადად არა მარტო სოფოსი სხვების ლანძღვას. რაც შეეხება კონჩიტას ტიპი ვითომ ბიჭებთან კაცები რო იყოთ პასუხს გაგცემდით, მაგრამ არაკაცები ხართ გულში ჩაიხედეთ და მიხვდებით რასაც ვგულისმობ”, – წერს მიშა მესხი.
„ახალგაზრდა გურანდა და ჩვენი დროის მედროვე“ - ამ სიტყვებით ბლოგერი გურამ შეროზია სოფო ბედიას ამკობს.

„ოჰ, გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ და დაიწყო დიპლომატია, მეორე ტურის პასუხებს დალოდებოდი მაინც, რავიცი, იქნებ ირმასთვისაც არ იყოს სიმღერა ურიგო“- წერს გურამ შეროზია.
როგორც ჩანს ბლოგერის ბასრი პოსტი მომღერლის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც სხვადასხვა საიტებმა მალევე აიტაცეს - „ნაციონალებს არასოდეს ვუმღერებ“ - ამბობს ოცნების მხარდამჭერი მომღერალი.

მასალის გამოყენების პირობები






