რაც დავთესეთ, იმას იმკის ქვეყანა... საკონსტიტუციო უმრავლესობა სახიფათოა - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 12:11, 15 Oct, 2016     4229

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით წერს. ხიდაშელის განცხადებით, იგი მეორე ტურში, როგორც ამომრჩეველი, მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან პასუხისმგებლობას ვერც ერთ კანდიდატზე ვერ აიღებს:

"რა ჩემი საქმეა, მაგრამ მერე გაუგებრობა რომ არ იყოს.

სახელიც მომაფიქრდა დღევანდელი ბრძოლისთვის -- "ბოროტების ბოროტებით დამთრგუნველნი"

1. საკონსტიტუციო უმრავლესობა სასჯელია, პირველ რიგში იმისთვის ვისაც აქვს;

2. საკონსტიტუციო უმრავლესობა ცუდია, სახიფათოა, საშიშია და მძიმეა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის;

3. ამასობაში, ის უკვე მოცემულობაა და რაც მალე შეეგუება ამას ყველა, ყველასთვის ასე ჯობია, იქნებ დისკუსია რეალურ გამოწვევებზე დავიწყოთ.

4. საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლა სასარგებლო და საჭირო საქმეა, მაგრამ მგონი დიდი გოგოები და ბიჭები ვართ უკვე იმისთვის ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს ბრძოლა სხვა სიბრტყეშია მოსაგები და არა საარჩევნო ყუთებთან.

5. სრულიად უპერსპექტივოა დღეს ამ ამოცანის დასახვა, და თეორიული შანსი რომც იყოს სრულიად არაფრის მომცემი. იქნებ ვინმემ პუნქტებად მომიყვეს რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის მეტ ნაცდეპუტატს პარლამენტში? პირიქითაც იგივეა ზუსტად. მარჯვნიდან - მარცხნივ ჩამოირბენ დარბაზს თუ პირიქით, შემდგარ კატასტროფაში ვართ უკვე.

6. მე მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივდივარ ვინაიდან პასუხისმგებლობას ვერც ერთ კანდიდატზე ვერ ავიღებ, ორივე თანაბარი კატასრტოფაა პარლამენტისთვის, და პასუხისმგებლობა სწორედ იმათ უნდა ზიდონ ვინც ისეთი 9 ოქტომბერი უზრუნველყო როგორიც დადგა;

7. ნაცმოძრაობისთვის ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმევი, ვინაიდან ... რა ვიცი მგონი განმარტება არ სჭირდება

8. რაც დავთესეთ, იმას იმკის ქვეყანა და ახლა ეს პოსტ საარჩევნო მოთქმა გოდება სრულიად უადგილო მგონია. ვფიქრობ მეტი დისკუსია სხვა თემებზე უნდა იყოს როგორ ვაკონტროლებთ, როგორ ვებრძვით საკონსტიტუციო უმრავლესობით გამოწვეულ ტრაგედიას ქვეყანაში და ყველა სხვა დისკუსია უბრალოდ დროის ფლანგვა და აქცენტების გადატანაა

9. ხოდა კიდევ, ნაცმოძრაობა კი არა, როგორმა შიშმაც არ უნდა ამიტანოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოლოდინში, დიმა ხუნდაძის ნაცვლად ცეზარ ჩოჩელს ხმა მიეცით თქო ვინმეს რომ ვუთხრა, მურმან დუმბაძის წყევლამ უნდა მიწიოს დამსახურებულად, ღირსი ვიქნები

10. მთავარია სულ არ მოვიჭრათ თავი ეხლა მარნეულის ტიპის ამბებით, მგონი ეს ერთადერთი საფიქრალ-საზრუნავი უნდა იყოს დღევანდელი დღის ამოცანად ქვეყანაში.

წავედი, საკონსტიტუციო უმრავლესობით და ნაცმოძრაობის უალტერნატივობით "შეშინებულმა" ძილს უნდა მივცე თავი,"-წერს ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42