უკრაინის შესახებ რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერა საქართველოსთვის საზიანოა - ენმ
პოლიტიკა - 12:04, 15 Oct, 2016     1678

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ქართულ ოცნებას განმარტოს თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ორ ისტორიულ რეზოლუციას. ქართული ოცნების დეპუტატების მტკიცებით ისინი კენჭისყრის დროს შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ. გარდა იმისა რომ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელობის კენჭისყრის დროს ნებისმიერი შეხვედრა არასაპატიო მიზეზია - რადგან შეხვედრის დრო შეიძლება შეიცვალოს - კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა რომ შვეიცარიის დელეგაციის წევრებს რეზოლუციებისთვის მხარი აქვთ დაჭერილი. ამრიგად, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ იქნა მხილებული უტიფარ და საქართველოსთვის საზიანო ტყუილში.

გარდა ამისა, აშკარაა, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის რომ ამ რეზოლუციებში - რომლებიც რუსეთის ქმედებების შეფასების თვალსაზრისით უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია - რაიმე ფორმით დაფიქსირებულიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების თემატიკა. შეგახსენებთ რომ თავის დროზე, როცა მოხდა ასამბლეაზე რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ჩვენი მეცადინეობის შედეგად რუსეთის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ნუსხაში ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციების შესრულების მოთხოვნა.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ორივე რეზოლუცია ისტორიული მნიშვნელობისაა რადგან მათში რუსეთის ქმედებები პირდაპირაა აღწერილი როგორც „აგრესია“ ხოლო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად სადაც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლად მთლიანად გამოცხადებულია ოკუპანტი სახელმწიფო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ქცევა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ამ, ისევე როგორც სხვა პრინციპულ შემთხვევებში, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოიქცა როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სატელიტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42