"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თელავი-ყვარლის N27 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ქართულ ოცნებას საარჩევნო ადმინისტრაციით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ბოტკოველმა დღეს ჟურნალისტებს კადრები აჩვენა, სადაც მისი განმარტებით 10 ოქტომბერს გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოდიან "ქართული ოცნების" ოფისიდან ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და სხვადასხვა საარჩევნო უბნის თანამშრომლები.
ბოტკოველის ინფორმაციით, ამ შეხვედრას ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც საარჩევნო კომისიების წევრებს მეორე ტურისთვის დავალებები მისცა.
გიორგი ბოტკოველს დღეს ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა:
„საკუთარი მარცხის გამართლებას ცდილობენ ამ ფარული ცანაწერებით, რასაც ვერ გადაეჩვივნენ. ვინ მოვიდა კონკრეტულად და რაზე საუბრობდნენ, ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ წუხილს, ამ შემთხვევაში შესაძლოა ამასთან გვქონოდა ადგილი და არა ის, რომ ირაკლი სესიაშვილი ვიღაცას იბარებს და მაგიდაზე ხელებს ურტყამს, სასაცილოა უბრალოდ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






