ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ადგილობრივმა მუსლიმებმა ლოცვა იმ შენობაში აღავლინეს, რომელიც წლების წინ სადაო იყო. აღნიშნულ შენობასთან მიმართებით, მართმადიდებელი მოსახლეობა ამტკიცებდა, რომ ეს შენობა ქრისტიანული ტაძარია . მუსლიმები საპირისპირო პოზიციაზე არიან. ისინი აცხადებენ, რომ ეს შენობა მეჩეთია.
თითქმის ორი წლის წინ სადავო შენობასთან დაკავშრებით სპწციალური კომისიაც შეიქმნა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა თუ ვისი საკუთრება იყო ის. მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმებაც შედგა, კომისიის გადაწყვეტილებამდე არც ერთი მხარე მას არ დაეპატრონებოდა.
სამცხე-ჯავახეთის მუფთი აცხადებს, დღეს შეთანხმება იმიტომ დაირღვა, რომ შენობა, სადაც ისინი ლოცულობდნენ, გაიყიდა და მათ ე.წ. სადავო შენობაში ლოცვა მოუწიათ. მისივე თქმით, ე.წ. სადავო შენობა მუსლიმების საკუთრებაა და მას არ დათმობენ.
მასალის გამოყენების პირობები






