„ეროვნული ფორუმმა“ კი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კოლეგებს სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბება შესთავაზა.
გაირკვა ისიც, რომ ამ საქმეში „ფორუმი“ ბურჭულაძის ბლოკთან თანამშრომლობას არ აპირებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ იმ პარტიებთან გეგმავს, რომელთანაც გადაკვეთის წერტილი ჰქონია.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძის განცხადებით კი არჩევნების შემდეგ პროდასავლური ორიენტაციის პარტიებთან კონსულტაციები შედგება.
„სანამ ერთი არჩევნები არ დასრულებულა დღეს ახლა რაიმე გაერთიანებაზე, ალიანსის შექმნაზე საუბარი ზედმეტია. დამთავრდება არჩევნები, ყველა აწონ-დაწონის მომხდარს, გააანალიზებს და დასახავს თავის გეგმებს. მე ვფიქრობ, რომ პროდასავლური ძალების გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. ვნახოთ, ვინ რას მოიფიქრებს და რას გადაწყვეტს“- განუცხადა „ნიუპოსტს“ კაციტაძემ.
გუშინ კი მან განაცხადა, რომ საუბარი ექნება „რესპუბლიკელებთან“, ასევე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „ფორუმთან“, თუმცა „რა გამოდნება აქედან, ამას დრო გვაჩვენებს“.
რაც შეეხება შარტავას გეგმას - „რეალური, ნამდვილი, სერიოზული, ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბებას“ - კაციტაძემ მას "ნიუპოსტთან" საუბრისას „შეუსრულებელი გეგმა“ უწოდა.
„შარტავას ინიციატივას რაც შეეხება, ერთ პარტიაში ლიდერების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ვიცნობ რა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ეს შეუსრულებელ გეგმად მიმაჩნია, თუმცა წარმატებას ვუსურვებ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ერთ პარტიაში გაწევრიანების საქმეში. მე მიმაჩნია, ეს შეთავაზება არარეალისტურად. უფრო რეალისტურად ვუყურებ პროდასავლური პარტიების ძლიერ ალიანსს“- განმარტა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






