"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თელავი-ყვარლის N27 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ქართულ ოცნებას საარჩევნო ადმინისტრაციით მანიპულირებაში ადანაშაულებს.
ბოტკოველმა დღეს ჟურნალისტებს კადრები აჩვენა, სადაც მისი განმარტებით 10 ოქტომბერს გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოდიან "ქართული ოცნების" ოფისიდან ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და სხვადასხვა საარჩევნო უბნის თანამშრომლები.
ბოტკოველის ინფორმაციით, ამ შეხვედრას ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც საარჩევნო კომისიების წევრებს მეორე ტურისთვის დავალებები მისცა.
"გვაქვს კადრები, როცა ჩემი კონკურენტი ირაკლი სესიაშვილი პირადად იბარებს საარჩევნო კომისიის წევრებს, ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს თელავი-ყვარლის ოლქზე, სადაც 47 უბნიდან 19 უბანში ვარ გამარჯვებული მე. სწორედ ამ 19 უბნის როგორც საოლქო კომისიის კვოტით, ისე პარტიიდან დანიშნულ კომისიის წევრებს იბარებენ და პირდაპირ აძლევენ დავალებებს", - განაცხადა ბოტკოველმა.
მასალის გამოყენების პირობები






