"მოსახლეობის დაშინება და შანტაჟი"- მარნეულში დაკავებულების ოჯახის წევრები აქციისთვის ემზადებიან
პოლიტიკა - 12:29, 14 Oct, 2016     3938
"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე გუშინ შსს-ს მიერ მარნეულის ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებას ეხმაურება.
აჰმედ იმამკულიევი ფაქტს მოსახლეობაზე ზეწოლად აფასებს. მისი თქმით ხელისუფლება იმ პირებს ებრძვის, რომლებმაც ხმა "ქართულ ოცნებას" არ მისცა.
“ეს არის მოსახლეობის დაშინება, შანტაჟი, მეორე ტურისთვის ემზადებიან, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეორე ტურიც აღარ იქნება იმიტომ, რომ 48-ე უბანში ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. ეს გახდის ნათელს იმას თუ ვინ აყალბებდა არჩევნებს,“ - ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, მარნეულში დაკავებული 6 ახალგაზრდის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

დაკავებულთა ნათესავები აცხადებენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა არაადეკვატური ძალა გამოიყენეს.

„სოფელში, საიდანაც არიან ეს ახალგაზრდები, მათი ნათესავები და ახლობლები გეგმავენ აქციას და უნდათ მიმართონ ბატონ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. დღეს მეც ვარ მიწვეული აქციაზე, მივალ მოსახლეობასთან, დავდგები მათ გვერდზე, რადგან მღებრიშვილის საქციელი სპეცრაზმთან დაკავშირებით იყო არასწორი,“ - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.

განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმაც.

მისი თქმით, პარტია მარნეულში მორიგეობის დაწესებას გეგმავს, რათა „ყოველი ღამე ჯოჯოხეთად არ უქციონ მარნეულის მოსახლეობას და სპეცრაზმით არ დაარბიონ“.

„ჩვენ ვაპირებთ მორიგეობა დავაწესოთ ღამით, მარნეულში დეპუტატები ღამის თევით იყვნენ და ასევე ჟურნალისტებსაც მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რომ ყოველი ღამე ჯოჯოხეთად არ უქციონ მარნეულის მოსახლეობას და სპეცრაზმით არ დაარბიონ. აქ ვიქნებით მარნეულში და როგორც კი გავიგებთ, რომ სპეცრაზმი კიდევ მივიდა ვინმეს ოჯახში, ჩვენც მაშინვე მივალთ”,- აღნიშნა ნადირაშვილმა მარნეულში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მარნუელის მცხოვრებლები მოითხოვენ, გააგებინონ თუ სად არიან გადაყვანილები „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული მხარდამჭერები.

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42