„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში განსახილველ საკითხთა შორის არ შეიძლება იყოს უთუოდ პარლამენტის გადმოტანის თუ დატოვების საკითხი. რაც შეეხება ამ საკითხთნ დაკავშირებით ჩვენ ხედვას, ჩვენი მოსაზრება ასეთია, უკვე დაკანონებულია, რომ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია, ჩვენ ვითვალისწინებთ იმასაც , რომ გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული პარლამენტის სხდომებზე მთავრობის დასწრება და მინისტრებს ფორსმაჟორში მუშაობა უწევთ, ამდენად ჩვენი მოსაზრება იქნება, რომ ქუთაისაც შევუნარჩუნოთ საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და თბილისსაც მივანიჭოთ. კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და ჩაიწეროს რომ საპარლამენტო ქალაქი არის ქუთაისიც და თბილისიც. ჩვენ მხარს დავუჭერთ რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი იყოს ქუთაისიც და თბილისიც. მე არ ვთვლი რომ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გამოცხადება შეცდომა იყო, მე კენჭისყრაში მონაწილეობა მაქვს მიღებული და ამ საკითხს ხმა მივეცი. ქუთაისისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, იმთავითვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პარლამენტი ქუთაისში აღარ დარჩებოდა. როდესაც გამუდმებით ამაზე საუბრობ, ბიზნესი ძალიან მგრძნობიარეა და იქ ინფრასტრუქტურის განვითარება აღარ მოხდა. შეიძლება ითქვას რომ რა ჩანაფიქრიც იყო, რა სიკეთეც უნდა მოეტანა ქუთაისისთვის , ის სიკეთე ამ მხარემ ვერ მიიღო. მაგრამ ჩვენ არ ვთვლით რომ ქუთაისს რა სტატუსიც აქვს ის უნდა ჩამოერთვას. კარგი იქნება თუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩვენ მოსაზრებას დაუჭერს მხარს.“- განაცხადა თედორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






