„ჩვენთან არანაირი მოლაპარაკება არც ერთ პარტიას არ ჰქონია, არც ბლოკზე, არც გაერთიანებაზე, არც ერთი პარტიის შექმნაზე. პირადად მაქვს ხედვა, რომ არარეალისტური ლაპარაკი ძალიან ხშირია არჩევნების დამთავრებიდან ახლოს. ჯერ არ დამთავრებულა არჩევნები, მეორე ტურის შედეგებიც უნდა ჩავიბაროთ, რომ დაიწყოს საერთოდ ასეთი ლაპარაკი. არ არის გასაკვირი, იქიდან მოდის ეს საუბარი, სადაც არ არის დიდი გამოცდილება,“ - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.
როგორც "ნიუპოსტს" "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, მათ პარტიას მსგავსი გაერთიანების ინიციატივა არ აქვს.
"ჩვენ თანამშრომლობის, მეგობრობის, კოალიციების შექმნასთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ პარტიების, შერწყმის და ერთი პარტიის ჩამოყალიბებაზე პირადად მე არასდროს მქონია დადებითი განწყობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენთან მსგავსი საკითხი არც ერთ პარტიას არ დაუსვამს და პრესით გავრცელებულ განცხადებაზე შეფასებებს ვერ გავაკეთებ, თუ შეთავაზება იქნება შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და პასუხსაც გავცემთ"- თქვა ბერძენიშვილმა.
კითხვაზე არჩევნებამდე პროდასავლური კოალიციის შექმნის შემდეგ, დადგებოდა თუ არა ის შედეგი, რომელიც 8 ოქტომბერს დადგა, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა განმარტა:
"ამ წუთას რომ ვიანგარიშო, კოალიციასაც კი შესაძლოა ვერ გადაელახა ბარიერი. იმიტომ რომ იყო აშკარა არჩევანი ორი სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ. ამიტომ ასეთი მარტივი დასკვნებისთვის, არ არის არჩევნები. მას ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება. მოსახლეობამ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადა ნდობა გარდა ორი პარტიისა. ეს პარტიებია მაღალი ნდობით აღჭურვილი. ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება. ყველა დანარჩენს უთხრეს უარი არამარტო რესპუბლიკელებს არამედ ყველას. ამიტომ ეს პარტიები ვერ გაერთიანდება, "რესპუბლიკური პარტია" "ლეიბორისტებთან" ვერ გაერთიანდება. "კონსერვატტორებთან" ვერ ვერთიანდებით. თუ ერთ პარტიაზეა საუბარი ეს ძალიან პოეტური, ნათელი თბილი მაგრამ არარეალისტური წინადადებაა. შარტავას წინადადება არარეალისტურია, თანამშრომლობას რაც შეეხება კი ბატონო, თუ სმოგვთავაზებენ ვითანამშრომლებთ"- აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ინიციატივით გამოდის, რომ პროდასავლურ ძალასთან ერთად ახალი ალიანსი შეიქმნას.
შეთავაზება გააჟღერა კახა შარტავამაც. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდია.
„ეროვნული ფორუმი“ მზად არის, ამ მიზნით პარტიული მსხვერპლი გაიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






