„ყირგიზეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც დღეს არის ევრაზიული კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და მისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის.
დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი და მათ შორის არის საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება, სადაც ხაზგასმულია მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ძალიან ნათლად და ხაზგასმით არის წამოწეული ის პრობლემა, რაც აწუხებდა საქართველოს, ეს არის დევნილთა პრობლემა და მათი ღირსეული დაბრუნების პრობლემა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ეს არის სწორედ არაღიარების პოლიტიკა. მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამწლიანი ძალისხმევა დაგვჭირდა საქართველოს პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, რომ ეს ვიზიტი განხორციელებულიყო.
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი საქართველოში 19 წლის წინ განხორციელდა და უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარი დაუჭირონ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც იმ ბლოკებში განიხილება, სადაც ლიდერის და წარმმართველის ფუნქციები აქვს რუსეთის ფედერაციას.
ეს ყოველივე აძლიერებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე და ზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მლიანობასა და სუვერენიტეტს”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები






