,,პოლიტიკოსების განცხადება სამართალდამცავთა დისკრიმინაციას ემსახურება“ - შსს სპეციალური განცხადება
პოლიტიკა - 20:19, 13 Oct, 2016     1282
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით.

კატეგორიულად უარვყოფთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან პოლიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ სამართლდამცველთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ზემოხსენებული პირების დაკავება მოხდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში და მიღებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამართლდამცველები მოქმედებდნენ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

აქვე შევნიშნავთ, რომ რამდენიმე პირმა პოლიციას დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. მათ მიმართ გატარებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები.

სინამდვილეს არ შეესაბამება ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ოქმებისა და ფოტომასალის სახით.

გვსურს, ასევე გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცრუ ბრალდებებსა და ინსინუაციებს ეფუძნება და სამართალდამცველების ღირსებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეურაცხყოფს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, ებრძოლოს კრიმინალს და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, ცილისმწამებური განცხადებებისგან“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42