მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულების ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაკავების შესახებ, არასწორია, რადგან კანონის შესაბამისად 4 საათიან ვადაში იქნა ოჯახი გაფრთხილებული ამ პირთა ადგილსამყოფელის შესახებ. ამასთანავე ხუციშვილის განცხადებით, პირმა, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციელის იარაღიდან დაზიანება მიიღო, თავად გაუწია პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა. შს მინისტრი ასევე კატეგორიულად უარყოფს დაკავებისას სამართალდამცავების მიერ თანხის წაღების ფაქტსაც
“ერთ-ერთ ბრალდებულის, რომელიც საუბრობდა, რომ დაზიანება მიიღო პოლიციელის იარაღიდან, სავარაუდოდ ეს ადამიანი არის ის, რომელმაც პოლიციას გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა და თავს დაესხა პოლიციელებს, რაც შეეხება დაკავების დროს თანხის წაღებას ეს არის სამარცხვინო ტყუილი,რადგან ასეთი ფაქტი გამორიცხულია, ადგილზე იყო ძალიან ბევრი პოლიციელი და ყველა მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ამ ტიპის კომენტარებით ხდება ამ ფაქტის პოლიტიკური ან ზედმეტად დრამატული ელფერის მიცემა, რაც გამორიცხულია”,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, შსს პასუხს აგებინებს ყველა კანონის დამრღვევს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მისი თქმით ამ პირების დაკავება მოხდა მაშინ როცა ყველაზე მინიმალურად შეიძლება ყოფილიყო ეს ფაქტი დაკავშირებული პოლიტიკასთან“
„ჩვენ არ ვუყურებთ ვინ რომელ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, მთავარია რომ ვინც კანონი დაარღვია ყველამ პასუხი უნდა აგოს. ჩვენ არ დავაკავებდით ამ ადამიანებს მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე რადგან ეს შეფასდებოდა პოლიტიკური ნიშნით, ანუ დაკავება განხორციელდა ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მინიმალურად შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული პოლიტიკასთან. სპეცრაზმი გამოყენებული იყო იმიტომ, რომ ყიზილაჯლოში ჩვენ გვქონდა რისკი პოლიციელების სიცოცხლესთან დაკავშირებით. რა დროსაც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიყენება სპეციალური დანიშნულების რაზმი და ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევს, ის მიიღებს იმას, რაც მიიღეს."- განაცხადა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






