„დარწმუნებული ვარ ქართველებს რუსული ენა ჯერ არ დავიწყებიათ და არც დაივიწყებენ. ოკუპაციის თემაზე საქართველოს პრეზიდენტთან საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. მე ყოველთვის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრე ვარ. არ არსებობს საკითხი, რომელთა მოგვარებაც მოლაპარაკებების გზით შეუძლებელია. დამიჯერეთ, მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ორი რევოლუცია გაიარა, უკრაინას ერთი ვერ გაუვლია. 2010 წელს ჩვენს მაიდანზეც 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ეს გავიარეთ მაგრამ არ დაგვირეკავს მოსკოვში ან ვაშინგტონში. ჩვენთანაც მოხდა საოლქო ადმინისტრაციების დაკავება, მე არსად დამირეკავს, თავად წავედი იქ, ყველა საკითხი თავად ვწყვეტდი, ყველა საკითხი მოლაპარაკებებით უდნა გადაწყდეს, სამხედრო გზას ჩიხამდე მივყავართ. მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მინდა ვთქვა, ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რადგან ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუნდამენტური პრინციპი უნდა იყოს. სამწუხაროდ მე ვთვლი, რომ არასდროს არ არის ისე, რომ მომხდარში მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე. ვფიქრობ არ იყო ყველა ნაბიჯი გადადგმული, როგორც ჩანს ზოგჯერ საჭირო იყო საკუთარი სიამაყის დაძლევა და არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რაც ახლა გაგვაჩნია. მგონია, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ დღესაც არ უნდა გვქონდეს პოზიცია შენ სულელი ხარ. საჭიროა მოლაპარაკებებზე გადასვლა. სამხედრო გზით ეს პრობლემა არ გადაიჭრება.“-განაცხადა ალმაზბეკ ატამბაევმა.
მასალის გამოყენების პირობები






