უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 19:03, 13 Oct, 2016     1022

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-10 სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი უძღვებოდა. თეა წულუკიანმა ქართველ ხალხს დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, ამომრჩეველს მიეცა საშუალება, არჩევანი მშვიდ ვითარებაში გაეკეთებინა.

შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ცესკო-ს ანგარიში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ. უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა ძალოვანი სტუქტურების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და ინფორმაცია მიიღეს იმ სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობაზე, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, წინასაარჩევნოდ, ხმის მიცემისა და ხმების დათვლისას მოხდა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები გამოფენაზე მიიწვია, რომელიც ხვალ, 14.00 საათზე გაიხსნება. გამოფენა „არჩევნები საქართველოში“ საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში გამართული დემოკრატიული და ერთპარტიული არჩევნების თითქმის ასწლიან ისტორიას ასახავს. ყველაზე ადრინდელი მასალები 1919 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების პერიოდს განეკუთვნება. გამოფენილი იქნება, აგრეთვე, 1922-1990 წლებში ჩატარებული ერთპარტიული არჩევნების ამსახველი დოკუმენტები და საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის არჩევნების ამსახველი მასალა, რომელშიც, პირველად საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, კომუნისტური პარტიის გარდა, კიდევ არაერთი სხვა პარტია იყრიდა კენჭს: „მრგვალი მაგიდა − თავისუფალი საქართველო“; „სახალხო ფრონტი“; „დემოკრატიული საქართველო“ და „რუსთაველის საზოგადოება“.

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42