მანანა კობახიძის განცხადებით, სხდომაზე არდასწრება ეს არანაირად არ უნდა იყოს გაგებული უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯად:
„ეს არის სრული სპეკულაცია, უნდა ითქვას, რომ იურიდიულ კომიტეტზე ჩვენმა დელეგაციამ დაუჭირა თავიდან ბოლომდე ამ რეზოლუციას მხარი, ისევე როგორც უკრაინის მხრიდან მოთხოვნილ გარკვეულ ცვლილებებს. რაც შეეხება პლენარულ სხდომას, ზუსტად იმ დროს, როდესაც კენჭისყრები ტარდებოდა, ჩვენ ვიმყოფებოდით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ჩვენ შვეიცარიელ კოლეგებთან. რის გამოც, საპატიო მიზეზით ვერ მოვახერხეთ კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც არამც და არამც არ ნიშნავს უკრაინის საწინააღმდეგო რაიმე ნაბიჯის გადადგმას. პირიქით დღეს ჩვენ შევუერთდით იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება ყირიმში ჩატარებული არჩევნების უკანონობას და ასევე რუსეთის დელეგაციისთვის მომავლში აკრედიტაციის არმინიჭების საკითხს. საკითხებში, რომელიც უკრაინას და საქართველოს უკავშირდება ჩვენ ვართ ერთი და ამას ვაფიქსირებთ. ასე რომ არ არსებოს არანაირი პრობლ;ემა. პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამთ ჩვენ უკრაინელ კოლეგებს ამ თემასთან დაკავშირებით.“- განაცხადა მანანა კობახიძემ.
იგივე პოზიციას აფიქსირებს საქართველოს დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძეც, მისი თქმიით, აღნიშნულ თემაზე მას საუბარი ნადია სავჩენკოსთანაც ქონდა:
„ჩვენ უკრაინას ყოველთვის ვუჭერთ მხარს, გუშინ ჩვენი დარბაზში არყოფნა არის ტექნიკური მომენტი, ასე საკმაოდ ხშირად ხდება სხვადასხვა დელეგაციის მხრიდან. მე ამ თემაზე საუბარი მქონდა კონკრეტულად ნადია სავჩენკოსთან. სესიაზე მუდმივად ჯდომა არ არის აქ აუცილებლობა, მითუმეტეს, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებისთვის სხვა რაღაც ამოცანებიც გაქვს გადასაწყვეტი, ჩვენ ყველანი იმ წუთებში შვეიცარიის დელეგაციას ვხვდებოდით. თუ უკრაინის დელეგაციისთვის ჩვენი დარბაზში ყოფნა იქნებოდა იმ წუთისთვის აუცილებელი, შესაძლებელი იქნებოდა ჩვენი გაფრთხილება, ჩვენ რა თქმა უნდა შვეიდოდით და მხარს დავუჭერდით. მიუხედავად ამისა ჩვენ ჩვენივე ინიციატივით დღეს მოვაწერეთ ორ რეზოლუციას ხელი, რომელიც ინიცირებულია უკრაინის დელეგაციის მიერ.“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






