ქეთევან ციხელაშვილმა ქართულ-ოსური ურთიერთობებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 18:03, 13 Oct, 2016     1338
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ქართულ-ოსური ურთიერთობებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსის კვლევის პრინციპები და მეთოდოლოგია“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

სახელმწიფო მინისტრი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებების დაახლოების გზებსა და აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაშორებს კონფლიქტის მწარე გამოცდილება და მავთულხლართები, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს როგორც მომავალი, ისე ჩვენი წარსული, ტრადიციები და ეპოსი, რომელშიც ჩადებულია ჩვენი საერთო ღირებულებები და კულტურა. ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების წინაპირობაა და ეს ურთიერთობები ისე უნდა განვავითაროთ, რომ ვეღარავინ შეძლოს ჩვენი დაპირისპირება სხვადასხვა პოლიტიკური მიზნისთვის. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ოსური კულტურისა და ენის განვითარების ხელშეწყობისთვის, კიდევ უფრო მეტისთვის გვაქვს მზაობა და ამ საქმეში მეცნიერებსა და კონფერენციის მონაწილეების მონაწილეობა მისასალმებელი იქნება. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასეთი ინიციატივა და წამოწყება, რომელსაც გარკვეული წვლილი მაინც შეაქვს შერიგებისა და სამშვიდობო პროცესში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კონფერენციაში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42