ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით, 2 წლის წინ შეიქმნა.
კონფერენციის მიზანი ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის და თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობაა.
„ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა საქართველოს პირველ უნივერსიტეტში და ყველანაირად შევუწყობთ ხელს მის მუშაობას. ვფიქრობ, დღეისათვის ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ველი, სადაც შეიძლება ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე საუბარი,“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდიმ.
ღონისძიებაზე განიხილეს ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია, თანამედროვე პრობლემები და მიგრაცია.
კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






