"ენმ-ს მხარდაჭერისათვის სამსახურიდან წასვლას მაიძულებენ“ - დაპირისპირება ლაითურის საჯარო სკოლაში
პოლიტიკა - 15:48, 13 Oct, 2016     4788

ლაითურის საჯარო სკოლის მძღოლი ნოდარ სურმანიძე სკოლის დირექციას, ადგილობრივ გამგებელსა და დეპუტატს სამსახურის იძულებით დატოვებაში ადანაშაულებს. სურმანიძის თქმით, ის ენმ-ს მხარდამჭერია და სკოლიდან სწორედ ამ ნიშნით დევნიან.

სურმანიძის თქმით, მას ბავშვების სკოლაში მიყვანისა და შინ დაბრუნების მომსახურებისათვის ყოველდღიურად 50 ლარს უხდიდნენ, თუმცა საარჩევნო კამპანიის მიწურულს ის სკოლის დირექტორმა დაიბარა, სადაც ლაითურში გამგებლის წარმომადგენელი და ადგილობრივი დეპუტატიც დახვდნე და განუცხადეს, რომ მისი ანაზღაურება 50-დან 30-თ ლარამდე შემცირდებოდა.

"დეპუტატს როცა ვუთხარი 30 ლარი მხოლოდ ხარჯებს არ ეყოფა მეთქი მითხრა მაშინ წადი და სხვას ავიყვანთო, სხვა კი უკვე აყვანილი ჰყავდათ. დანიშნეს მეორე ავტობუსი რომლის მძღოლიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია“ - გვიყვება სურმანიძე.

"არავითარ შემთხვევაში ადგილი პოლიტიკურ დევნას არა აქვს, როგორ გეკადრებათ, პირიქით ეს მძღოლი ჩვენ გვაშანტაჟებს, გვეუბნება თუ ანაზღაურებას არ მოგვიმატებთ ბავშვებს აღარ მოვიყვანო, ამასწინათ როცა უარი თქვა იძულებულები გავხდით მეორე ავტობუსი აგვეყვანა" - ამბობს ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორი, ლალი გაბეჩავა, თუმცა დირექტორი ვერ ხსნის რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სოფლის გამგებელთან და დეპუტატთან ერთად.

სკოლის რამდენიმე პედაგოგი კი მძღოლის საქციელის გამო გაკვირვებას ვერ მალავს:

"ჩვენ 300 ლარი გვაქვს ხელფასი და აგერ მძღოლი 720 ლარს იწუნებს ღმერთო ჩემო" -განაცხადა ერთ-ერთმა მასწავლებელმა. მძღოლი შეეცადა დირექტორისა და იქ მყოფი რამდენიმე პედაგოგისათვის აეხსნა, რომ ამ თანხიდან 70%-ი საწვავსა და სხვა ხარჯებს ხმარდება. მოგვიანებით, ნოდარ სურმანიძესა და პედაგოგებს შორის საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"დაიწყო ზეწოლები ყველა იმ ადამინაზე, რომლებიც ჩვენ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გვეხმარებოდნენ საპარლამენტო არჩევნებში, ცდილობენ ისინი აიძულონ დატოვონ სამსახური. ჩვენ ვცდილობთ ყველა ეს ადამიანი დავიცვათ ზეწოლებისა და მუქარებისაგან, ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ ხელისუფლებას ნუ დატოვებენ ამ ხალხს ოჯახებს ლუკმა პურის გარეშე, თორემ ეს მწარედ შემოუბრუნდებათ და ხალხი ამას აღარ მოითმენს,"-განაცხადა ენმ-ს ადგილობნრივმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42