სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩხეიძე დაინიშნა
პოლიტიკა - 15:51, 13 Oct, 2016     2297
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ჩხეიძე დაინიშნა.

გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.

გიორგი ჩხეიძე ეკონომისტის პროფესიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა. გარდა ამისა, გიორგი ჩხეიძეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები გავლილი აქვს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა მენეჯერთათვის, სამუშაო პრაქტიკა ამერიკულ კორპორაციებში), აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა სოფლის მეურნეობის ფინანსებსა და კრედიტში), თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში (ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კურსი), თბილისის მენეჯერთა სკოლაში (სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები და მარკეტინგი, ფინანსების მართვა, ხელმძღვანელობა), ბიზნესის ადმინისტრირების ონლაინ კურსები (MBA პროგრამა მენეჯერთათვის).

გიორგი ჩხეიძეს, 2012-2014 წლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა; გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იყო ლილოს წისქვილკომბინატის (შპს „ბეგი კომპანი“) გენერალური დირექტორი, შპს „ქართული პროდუქტების“ (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ბრენდით „სოფლის ნობათი“) გენერალური მენეჯერი, შპს „დავით სარაჯიშვილი და ენისელის“ (ქართული კონიაკისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება) გენერალური დირექტორი, „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ (მსოფლიო ბანკი) საკრედიტო და საფინანსო კომპონენტის მენეჯერი, „საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრის“ (მსოფლიო ბანკი) სასოფლო ფინანსური განვითარების კომპონენტის მენეჯერი, ქსნის მინის ქარხნის (სს „მინა“) გენერალური დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42