ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციამ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
პოლიტიკა - 15:50, 13 Oct, 2016     3438

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. ასამბლეაზე დასასწრებათ დელეგაცია საქართველოდანაც იმყოფება. თუმცა, როგორც მამუკა ჟღენტი სოციალურ ქსელში წერს, ქართული დელეგაციის არცერთ წევრს რეზოლუციების მიღების ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობა არ მიუღია:

„გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია უკრაინასთან დაკავშირებით. პირველი რეზოლუცია ეხება “უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს” (Doc. 14130) და მეორე უკავშირდება “უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს”.(Doc. 14139)

ეჭვგარეშეა, რომ ორივე რეზოლუცია უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. თუ რატომ, მგონი ამის ახსნა აუცილებელი არც არის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაციაც, ოპოზიციის გამოკლებით. საგულისხმოა, რომ არც რეზოლუციების ტექსტებში წადგენილ ცვლილებებზე და არც თვით რეზოლუციების დამტკიცების კენჭისყრაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა. არჩევნებს თუ აპრავებდნენ მესმის. ამ შემადგენლობით ბოლო ვიზიტია და სტრასბურგიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და ღირს დასათვალიერებლად. ესაც მესმის. სეილები არ არის, მაგრამ შოპონგსაც გავიგებ. მაგრამ დავიჯერო ერთი დღე ერთმა წევრმა მაინც ვერ მოიცალა, რომ ხმის მიცემა დაეფიქსირებინა?! თუ ერთი დღით ჩავიდნენ და უკვე დაბრუნდნენ საქართველოში მაშინ ბოდიშს ვიხდი.

მესმის როგორც სტრასბურგსი სასამართლოში მოსამართლეთა სიის არდამტკიცებაზე, აქაც მოვისმენ რომ “ურხცვად შემყავს ყველა შეცდომაში”. მაგრამ, ამდენი ჟურნალისტია ვინც ენაც იცის და წვდომაც აქვს ინტერნეტთან, შებრძანდით ასამბლეის საიტზე და თვითონ დარწმუნდებით როგორ “ვცრუობ”, - წერს ჟღენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42