„ალბათ მაპატიებ შვილო“ - სულა სულაშვილის ემოციური წერილი შვილს
სოც.მედია - 15:12, 13 Oct, 2016     6625

„ვიცი, გავა დრო და მისაყვედურებ: რატომ მატყუებდი მამა?

მე კი ვაგრძელებ ჩემს ტყუილებს ჯიუტად და ისევ გარწმუნებ, რომ ჩვენს ერზე დიდი ერი დედამიწის ზურგზე არ არსებობს და ზოგჯერ, იმ ბანალურ ფრაზასაც კი, რომელსაც ხშირად ვაკრიტიკებ, თავადვე გიმეორებ დღეში ათასაჯერ და გიმტკიცებ, რომ "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ"...
არ ვიცი რა პასუხს გაგცემ, როდესაც გადაეყრები ღალატს, ბოღმას, შურს გაუტანლობას და ზურგსუკან გათხრილ სამარეს...
ვიცი გაგაკვირვებს, ომში დამარცხებულ ქვეყანას, რატომ ჰყავს ამდენი გენერალი?
ეკლესია მონასტრებით სავსე ქვეყნიდან, რატომ გააძევს ღმერთი?
უამრავი უმაღლესი სასწავლებელების მიუხედავად, რატომ არსებობს უწიგნურობა?
რატომ უწოდებენ კოლაბორაციონალისტებს ინტელიგენციას?
რატომ მათხოვრობენ ქალები და ბავშვები?
რატომ ბნელა შენს მზიურ ქვეყანაში?
რატომ აძაგებენ ცოცხალს და რატომ აქებენ მკვდარს?
რატომ უსურვებენ ერთმანეთს შეხვედრის დროს მშვიდობას და რატომ სწყურიათ ერთმანეთის სისხლი?
რატომ არიან ადამიანები იმ ბრენდზე იაფები, რაც ტანზე აცვიათ?
რატომ ეძებენ კერპებს და რატომ სურთ მონობა?
ბევრი რამ გაგაკვირვებს, მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებ...
ნუ შეგაშინებს ეს რეალობა, რადგან რიცხვთა სიმრავლეში არ იჭედება არც ჭეშმარიტება და არც ერის გადარჩენის საუიდუმლო.
გახსოვდეს: შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც გულში ჩაგიხუტებენ. შეგხვდებიან ერთგული, მამაცი, ჭკვიანი და გმირი ქართველები... მცირეოდენნი, ვის მხრებზეც დგას ჩვენი სამშობლო...
შენც მოატყუე შენს შვილებს... შენც გაამრავლე ერთი მართალი კაცი ათასად, ასიათასად . შეაყვარე საკუთარი ერი, მამაული და მერწმუნე ხვალ, ზეგ, მასზეგ, საუკუნეების მერე ჩვენ მართლა გავმრავლდებით, გავმართლდებით და ჩვენს მომავალ თაობებს აღარ დასჭირდება ტკბილი ტყიულების გამოგონება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42