საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 14:53, 13 Oct, 2016     1258

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან და ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან. საუბარი შეეხო 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

იან კელიმ და იანოშ ჰერმანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მოულოცეს. მათი შეფასებით, არჩევნები ღია, კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩევლის ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო.

ამერიკის ელჩის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად ჩაივლის და ყველა პოლიტიკური ძალა იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომელთა თანახმად, საქართველოში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის. მანვე აღნიშნა ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების სრული მზაობა, უზრუნველყოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42