საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
პოლიტიკა - 13:28, 13 Oct, 2016     1040
საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, ალმაზბეკ ატამბაევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ ალმაზბეკ ატამბაევს, მის მეუღლეს, ქალბატონ რაისა ატამბაევას და ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოში ჩამობრძანებისათვის.

ეს გახლავთ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რომელიც ადასტურებს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დაეთმო საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი, უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და საქართველოს როლს, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, “აბრეშუმის გზასა” და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი.

დღეს ასევე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხებზე. მე გავაცანი ბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტები და არსებული ჰუმანიტარულ პრობლემები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახით ჰყავს ერთგული მეგობარი და საიმედო პარტნიორი.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩამობრძანებისათვის. დარწმუნებული ვარ თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მადლობელი ვარ თქვენი მოწვევისათვის ყირგიზეთში.” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„პატივცემულო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება საქართველოს პრეზიდენტისადმი მოწვევისათვის.

მე მინდა მადლობა გითხრათ ჩემი და ჩემი დელეგაციის გულწრფელი მიღებისათვის და მოგილოცოთ მცხეთობის დღესასწაული, გისურვოთ მშვიდობა და წარმატება.

ის დემოკრატიული ცვლილებები და ღირებულებები, რომლებიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია ყირგიზეთისათვის, რომელიც თავის მხრივ უკვე 25 წელია აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

ყირგიზეთმა ორჯერ გაიარა სერიოზული გამოცდა და ამ რყევებმა გავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ დღეს ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ უკვე საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში.

ჩვენ მზად ვართ შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საპარლამენტო სისტემა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება დეკემბერში.

დღეს ჩვენი დღის წესრიგი მოიცავდა ყველაზე მრავალფეროვან საკითხებს და განვიხილავდით ძალზედ გულწრფელად და მეგობრულ ატმოსფეროში.

გუშინ ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ბატონ მარგველაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. დღევანდელი ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ შეხვედრის დროს, დღეს და გუშინ ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა, აგრეთვე ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და ასევე, სხვა სფეროებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მე ვფიქრობ, რომ ყირგიზეთმა ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს საქართველოსგან, ბევრი მიმართულებით და მე აქ მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, რადგან თქვენი სახელმწიფო ორგანოები საჯარო რეესტრი, საბაჟო სამსახურები დღემდე უკვე ბევრ რამეს სწავლობენ და ისწავლეს საქართველოსგან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენგან გამოცდილების გაზიარებას.

ცალკე ვისუაბრეთ ჰუმანიტარულ, კულტურულ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს უკვე რაღაც გეგმები მომავლისათვის. წელს მაგალითად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა მეორე მსოფლიო მომთაბარეთა ასპარეზობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივები და ვიმედოვნებ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება საწინდარი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო გიორგი გულთბილი მიღებისათვის და კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელად მოგიწვიოთ ყირგიზეთში.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულწრფელად თქვენ და ქართველ ხალხს გულთბილი მიღებისათვის და სტუმართმოყვარეობისათვის“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ყირგიზეთის პრზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42