SOS - „ექიმების“ საგანგებო განცხადება
სოც.მედია - 13:41, 13 Oct, 2016     37351
„არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი!“ - ვკითხულობთ გადაცემა „ექიმების“ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. განცხადებაში იმ დანაშაულზე არის საუბარი, რომელზეც რუსთავი 2-ის იურისტები უკვე მუშაობენ.

ყურადღება!
გაურკვეველი კომპანია, რომელიც ყიდის პროდუქტს - "Varikosette"(ვენების პრობლემებისთვის) სარგებლობს ჩვენი არხით, გადაცემით, ტელეკომპანიის ლოგოთი, წამყვანების რეპუტაციით და თქვენი ნდობით ჩვენდამი.
გაფრთხილებთ, რომ ჩვენ არანაირ რეკომენდაციას არ ვუწევთ ამ პროდუქტს. გთხოვთ, გააზიაროთ ეს ინფორმაცია და გააფრთხილოთ ყველა, რომ არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი!
რუსთავი 2-ის სამართლებრივი გუნდი მუშაობს აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გასატარებლად.
„ნიუპოსტი“ ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების საზ.სთან ურთიერთობის მენეჯერს სალომე ლილუაშვილს დაუკავშირდა.


სალომე ლილუაშვილი: „როგორც "ექიმების" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაურკვეველი კომპანია სარგებლობს "რუსთავი2"-ის ლოგოთი, გადაცემა "ექიმების" პრესტიჟით და მაყურებლის ნდობით. თითქოს, ჩვენს გადაცემაში მოწვეული იყო ექიმი მარინა აფციაური. ეს ექიმი რეალურად არსებობს, მაგრამ მოცემულ ბმულში დართულია სხვა ქალბატონის ფოტო. დიალოგი კი, რომელიც თითქოს ჩვენი გადაცემის წამყვანს - ნინო ჩოგოვაძესა და ქალბატონ მარინას შორის შედგა, არის მოგონილი. მსგავსი რამ ჩვენი გადაცემის ისტორიაში არ ყოფილა. მითუმეტეს, აღნიშნული პრეპარატის შესახებ რეკომენდაციები ჩვენს ექიმებს არ გაუწევიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისა და ჩვენი გადაცემის წამყვანი ექიმებისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის ინტერესები, გადავწყვიტეთ, მაყურებელი საქმის კურსში ჩავაყენოთ - არ გაებათ მაქინაციაში!პრეპარატის ვარგისიანობაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ. მეტიც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - მსგავსი პრეცედენტი გადაცემის არსებობის ისტორიაში არც გვქონია. რასაკვირველია, ეს არის დანაშაული და რუსთავი2-ის იურისტები მუშაობენ ამ საქმეზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42