„4 წლის განმავლობაში მთავრობის მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია"- ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 13:13, 13 Oct, 2016     1423
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება, გარდა მავნებლური პოლიტიკისა, ქვეყანაში არსებულმა არანორმალურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

„4 წლის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობის მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია. 8 ოქტომბრის არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას და ამისათვის რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 160 მლნ ლარი დახარჯა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მდგომარეობას არ შველის. პირიქით, გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს.

ამ დღეებში ლარის გაუფასურება, მავნებლური პოლიტიკის გარდა, არის ქართული ეკონომიკის რეაქცია იმ არანორმალურ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია:

ძალადობრივ გარემოში მოსყოდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში

მთავრობა ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, კონფორტსა და ფუფუნებას, რომ მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრი და შეამსუბუქოს დაწოლა ლარზე

“ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და, შესაბამისად, მოქმედებს ლარზე.

მიმდინარე თვის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ეროვნული ბანკი, ივანიშვილის მოთხოვნით, სავარაუდოდ გააგრძელებს რეზერვების ფლანგვას, რათა ხელოვნურად დაიჭიროს ლარი. თუმცა ამით იგი მხოლოდ პრობლემის გადავადებას ახდენს და შემდგომ, თუ ბიუჯეტის სეკვესტრი არ განხორციელდა და დეფიციტური ხარჯვა არ შეჩერდა, ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას უნდა ველოდეთ.“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42