,,საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია“ - ოთო კახიძეს წინა ხელისუფლების მაგალითი მოჰყავს
პოლიტიკა - 12:56, 13 Oct, 2016     1880
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მისასალმებელია ოპოზიციური პარტიების ინიციატივა, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებენ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ დაუჭირონ მხარი.


„მივესალმები ამ ინიციატივას, ამის შესახებ განცხადება გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმაც და რამდენიმე პარტიამ. კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება „ქართულ ოცნებას“. ყველაფერს მეორე ტური გვიჩვენებს. მაგრამ მეორე ტურამდე უნდა მივიდეთ მშვიდად“ - აღნიშნა კახიძემ.

როგორც კახიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, რადგან ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ და საბოლოო ჯამში ეს ხალხისთვის ცუდად მთავრდება.

„ენმ“-ს წევრი პარტიის შეცდომებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი 2012 წელს ამომრჩეველმა, რომ მათ მხარი არ დაუჭირა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული და რომელმაც დიდწილად განაპირობა ის, რომ 2012 წელს ქართველმა ამომრჩეველმა ნდობა არ გამოუცხადა „ნაციონალურ მოძრაობას“, განპირობებული იყო სწორედ გაწონასწორებისა და დაბალანსების მექანიზმის არარსებობით. ხელისუფლებას არ ჰყავდა მაკონტროლებელი იმ დონეზე, როგორც უნდა ყოლოდა, სწორედ აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია რადგან ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ“ - განაცხადა კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42