საპარტნიორო ფონდმა რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტი „ბორჯომ ლიკანის ინტერნეიშენალის“ აქციონერებს გააცნო
პოლიტიკა - 12:19, 13 Oct, 2016     1378
სასტუმრო „რიქსოს ბორჯომში“ „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართა. აქციონერთა კრებაზე მონაწილე მხარეებმა „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ წესდებაში შესატან ცვლილებებზე, სასტუმრო „რიქსოს ბორჯომის“ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე Rixos-ის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებზე და რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტზე იმსჯელეს.

„ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერთა კრებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ ხელმძღვანელი პირები და „რიქსოს ბორჯომის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ყაზახ პარტნიორებს რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტის დეტალები გააცნო. ბორჯომ-ლიკანის ტეიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლის, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი აფინანსებს. პროექტზე დარგის სპეციალისტები მუშაობენ. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. „რომანოვების სასახლე საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, რაც სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომის“ საერთშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზდის“.-აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“ საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მლნ აშშ დოლარია. ხუთვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42