,,კალაშნიკოვის განცხადება სააკაშვილის და ენმ-ს ინტერესებს პასუხობს“ - ჯაფარიძე საგარეო ვექტორის ცვლილებას გამორიცხავს
პოლიტიკა - 12:36, 13 Oct, 2016     3183
რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით თითქოს მოსახლეობამ უარი თქვა დასავლურ კურსზე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გამოეხმაურა. ჯაფარიძის თქმით კალაშნიკოვის და მისი კოლეგების იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს არ გამართლდება:

„საქართველოში ჩატარდა ყველაზე სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რის გარანტიასაც „ქართული ოცნება“ იძლეოდა. ამას არა მარტო საქართველოს მოქალაქეები აღიარებენ, არამედ ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად საუბრობს, საიდანაც 420 დამკვირვებელი იყო წარმოდგენილი. არჩევნების წარმატებით ჩატარებისათვის საქართველომ უკვე მიიღო მილოცვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისაგან.

უახლოეს პერიოდში გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მთავრობას, რომელსაც ასევე, დიდი ნდობა ექნება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებში პატივისცემას დაიმსახურებს. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, 2012 წლიდან მოყოლებული, რაციონალიზმზე, პრაგმატიზმზე და სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებაზეა ორიენტირებული, მაგრამ პირველ რიგში, ის ორიენტირებულია საკუთარ ნაციონალურ ინტერესებსა და ფასეულობებზე. საქართველოს დასავლური კურსი ჩვენი მოსახლეობის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ გზაზე უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და იგი აუცილებლად მოიპოვებს კიდევ დიდ გამარჯვებებს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, აქაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც სრულად პასუხობს ეროვნულ ინტერესებს. კერძოდ, ის ეფუძნება მყარ პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი შემოთავაზებულ იქნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ყურადღება მივაქციე რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით თითქოს ჩვენმა მოსახლეობამ უარი თქვა დასავლურ კურსზე. ბატონი კალაშნიკოვის ეს განცხადება სრულიად მოწყვეტილია რეალობას. შესაძლოა მას დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველომ მოახდინა პროდასავლური იდეალების დეკლარირება, თუმცა რუსეთთან მიმართებაში დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რომ არაფერი ვთქვათ დანაშაულებზე, მათ შორის დათმობებზე სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. სწორედ ექს-პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღო რუსეთმა კონტროლი საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებზე. უკვე აღარაფერს ვამბობ 2008 წლის ტრაგედიაზე.

ამგვარად, მინდა დავარწმუნო ბატონი კალაშნიკოვი და მისი ის კოლეგები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს - ეს არ მოხდება. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი და იგი პასუხობს საქართველოს მოსახლეობის სურვილს. სწორედ კალაშნიკოვის მიერ ნახსენები ორიენტაციის ცვლილების შესაძლებლობა პასუხობს სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.“- აცხადებს თედო ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42