"ამ არჩევნების „შემომქმედმა“, ვინც 8 ოქტომბერის შედეგი მოახერხა, იმასაც მოახერხებს, რომ მეორე ტურში საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებული ქონდეს. ესეც გასათვალისწინებელი ამბავია, რადგან არსებობს ეს კონკრეტული მოცემულობა.
მოცემულობაა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი მიმართვებიც ამ საკითხზე აბსურდულია.
- ჩვენ გვექნება პოზიცია, მაგრამ ეს სავარაუდოდ იქნება პოზიცია უფრო კონკრეტულ ოლქებზე ვიდრე გლობალური და ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჩვენი წონა და წილიც ვიცით.
ასე რომ, მოდი კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ ვინ და რა შემოვხაზეთ 8 ოქტომბერს, რა შედეგი მივიღეთ ახლა და საით მიდის ეს ქვეყანა.
- ერთის მხრივ საკონსტიტუციო უმრავლესობა - ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის და ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ მეორეს მხრივ, აბა რა უნდა ვქნათ, ეს რომ არ დავუშვათ, აბა ნაციონალებს უნდა მივცეთ ხმა?! ეს ხომ არ უნდა ჩავიდინოთ.
მე ზუსტად ამ დილემაზე მივანიშნებდი, როდესაც ვსაუბრობდი, რომ არ შეიძლება ამ ორი ძალის, ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების, ერთი-ერთზე დატოვება პარლამენტში"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






