შესაბამისი რეკომენდაციით კომიტეტი სახელმწიფო დუმას მიმართავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კანონპროექტი რატიფიცირებისთვის 2016 წლის ივლისში შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების პროექტის 6-7 დებულება სამხედრო თანამშრომლობას ეხება.
შეთანხმებას, მოსკოვსა და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს შორის 2015 წლის 21 ნოემბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში შევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, ასევე აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონები, საარტილერიო- საავიაციო ჯგუფები და სპეცდანიშნულების ცალკეული ქვედანაყოფი.
განმარტებითი დოკუმენტის თანახმად, კომბინირებული ჯგუფი განკუთვნილია როგორც შეიარაღებული თავდასხმაზე, ასევე სხვა ნებისმიერ სამხედრო საფრთხეზე ადეკვატური პასუხისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






