„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურებში. აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცხადებით, მიუხედავად გაყალბებული არჩევნებისა, ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს:
"მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის.
ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ. მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას გააძლიერონ მუშაობა ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად,”- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






