გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო
პოლიტიკა - 19:34, 12 Oct, 2016     1416

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გიორგი მარგველაშვილი ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირველი ვიზიტი საქართველოში საქართველო - ყირგიზეთის შემდგომი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვდედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების საკითხს და აღნიშნა, რომ მუდმივად მხარდაჭერილი უნდა იყოს მხარეთა შორის უმაღლესი დონის ინტენსიური დიალოგი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში შეთანხმებების ხელმოწერები მხარეთა თანამშრომლობის და ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა, რომელიც ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42