როგორც მიროტაძემ აღნიშნა "ჭიათურაში ჩატარებულ არჩევნებზე ხვალ ისაუბრებს. ,ისი თქმით, საქმე ეხება მაფიოზურ სქემეს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლები მონაწილეობდნენ.
"ჭიათურაში ჩატარებულ არჩევნებზე ვილაპარაკებ ხვალ, ვისაუბრებ მაფიოზურ სქემაზე და ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლების მონაწილეობაზე. ახლა მარტო "ეროვნული ფორუმი" კი არ დამარცხდა, ახლა დამარცხდა ხალხი და ჩვენ ვრჩებით ამ ხალხთან და ვიწყებთ ახლიდან, რომ საბოლოო ჯამში, სისტემამ, რომელმაც დაამარცხა არა მხოლოდ ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, არამედ დაამარცხა დემოკრატია და განვითარება. დღეს ეს სისტემა მიადგა ჩვენი ქვეყნის ხერხემალს და თუ დროზე არ მივეშველეთ ამას, შესაძლოა, ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებას და ზოგადად ქვეყანას.
სისტემა არის ერთი მთლიანობა, რომელიც კარგად შეასრულა ე.წ. სუს-მა. ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში არის ამ სისტემის მსხვერპლი, მან ეს იცის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს მალე გაიგებს და ის არის მძევალი იმ ბინძური და მახინჯი სისტემის, რომელმაც დღეს დაამარცხა არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ დაამარცხა ხალხი და იმედი იმის, რომ ჩვენ გვექნება დემოკრატიული ქვეყანა", - განაცხადა მიროტაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






