საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია
პოლიტიკა - 18:52, 12 Oct, 2016     1916

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მეუღლესთან და შვილთან ერთად ეწვია.

სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
“ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამომდინარე საქართველოს იმ როლიდან, რომელიც მას აკისრია ევროპასა და აზიასშორის ეკონომიკური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
ყირგიზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის. რაც შეეხება თანამშრომლობის სხვა სფეროებს, ხვალ სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები გაფორმდება, რომლებიც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს - ეს შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების და უსაფრთხოების სფეროებს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება.
სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან ერთმანეთს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42