შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საოკუპაციო რეჟიმების ქმედებები და ამერიკის შეერთებული შტატების როლის გაძლიერების შესაძლებლობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე და აღნიშნულ ფორმატში პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე. საუბარი, ასევე, შეეხო გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, უკანონო დაკავებების, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების საკითხებს.
„ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვეთ მხარდაჭერის გაძლიერება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, ასევე, დევნილთა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება, რომლის განხილვაც, სამწუხაროდ, ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე ვერ მოხერხდა“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.
მისივე განცხადებით, სტუმრებმა აღნიშნული საკითხებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
მასალის გამოყენების პირობები






