ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდი Mount Whitney შევიდა
პოლიტიკა - 17:20, 12 Oct, 2016     3068

ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი Mount Whitney შევიდა . ეს საქართველოში გემის მეოთხე ვიზიტია. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ხომალდის ოპერაციების მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა:

"ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი USS Mount Whitney (LCC 20)12 ოქტომბერს ვიზიტით ჩამოდის ბათუმის პორტში. ეს ვიზიტი ხორციელდება რეგულარულად დაგეგმილი გადაადგილების ფარგლებში. ხომალდი ბათუმში 15 ოქტომბრამდე დარჩება. ეს საქართველოში ხომალდის მეოთხე ვიზიტია. შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება ვიზიტები პორტში და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებთან და საზღვაო პარტნიორებთან.

ამ ხომალდის ოპერაციების მიზანია, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, აშშ რეგიონალური პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა.

ბათუმის პორტში ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც დასტურია იმისა, რომ აშშ და საქართველო ერთგულია ერთობლივი ნაკისრი ვალდებულებებისა, ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და გამონახონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური მიღების, გემზე ტურის და გემის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის მეგობრული საფეხბურთო მატჩის გარდა ჩატარდება რამოდენიმე ერთობლივი წვრთნა.

ხომალდ Mount Whitney -ის ვიზიტი აგრეთვე საშუალებას მისცემს ამერიკელ მეზღვაურებს, მოინახულონ ადგილობრივი ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან.

USS Mount Whitney შემოვიდა შავ ზღვაში ოპერაცია Atlantic Resolve-ის მხარდასაჭერად. ხომალდი მიმაგრებულია გაეტაში, იტალია, სადაც ის ასრულებს გეგმიურ პატრულირებას და მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს საზღვაო ოპერაციებს აშშ მე-6 ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში. მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება მოკავშირე და უწყებთა შორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სატბილურობას ევროპასა და აზიაში. "- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრეს-რელიზში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42