საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 125 იუნკერი შეემატა
პოლიტიკა - 17:15, 12 Oct, 2016     2184
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 125 იუნკერი დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეემატა.

სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება საზეიმო ვითარებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. იუნკერებს ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება იუნკერების მიერ ფიცის დადებით აღებულ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა. „გილოცავთ ბატონო იუნკერებო დღევანდელ დიდებულ დღეს! ეს თითოეულის ბიოგრაფიაში იქნება უდიდესი დღე; იმიტომ, რომ დღეიდან თქვენ უკვე სრულფასოვანი წევრები ხართ ქართული შეიარაღებული ძალების. ფიცის დადება საჯაროდ, როგორც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არის მხოლოდ ღირსეულთა, გამორჩეულთა ხვედრი. იმიტომ, რომ თქვენ საჯაროდ იღებთ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი ქვეყნის, ერის წინაშე. ფიცით თქვენ ჩვენს დიდებულ წინაპრებს ესაუბრებით, მათ წინაშე დებთ პირობას, რომ გააგრძელებთ ღირსეულ საბრძოლო ტრადიციებს. ფიცით თქვენ ჩვენი თანამედროვეობის გმირებს ესაუბრებით, რომ იდგებით მათ გვერდით, მათ სახელს გააგრძელებთ, მათ ხსოვნას უერთგულებთ და თქვენი ფიცით თქვენ ესაუბრებით, ასევე თქვენს მომავალს, საქართველოს მომავალს, იმიტომ, რომ, სწორედ, თქვენს სიმტკიცეზეა, ფიცის ერთგულებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი მტკიცენი, შეუდრეკელნი, ბრძოლისუნარიანი იქნებით მომავალში; ამიტომ, თქვენს ფიცს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვის პირადად. დღეიდან თქვენ თითოეულმა უნდა აიღოთ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, უნდა შექმნათ ის რეალობა, რომელიც ფიცის აღსრულებას დასჭირდება და ეს რეალობა უნდა იყოს თავდადებისა და წესიერების მაგალითი, უნდა იყოს მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია, ღირსეული ცხოვრება და თქვენი განათლებით, კვალიფიკაციით, ბრძოლის უნარით, სწორედ, დღეიდან თქვენ ამ რეალობის შექმნა უნდა უზრუნველყოთ და ეს რეალობაა, სწორედ, გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მომავალში უფრო წარმატებული, უფრო დაცული და უფრო თავისუფალი, ამიტომ თქვენზეა, სწორედ, ეს დამოკიდებული. თქვენს ღირსეულ ბრძოლის უნარზე, შემოქმედებაზე იმ სფეროში, რასაც ქართული შეიარაღებული ძალები ჰქვია. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო თქვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა. თქვენმა მოღვაწეობამ მომავალში მოგცეთ ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ იყოთ ამ ფიცის ერთგულნი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! წარმატებებს გისურვებთ და ვისურვებდი, რომ ის მოლოდინები, რომელიც აქვთ თქვენი ოჯახის წევრებს, მშობლებს და მეც, როგორც თქვენს ერთ-ერთ რიგით თანამებრძოლს და გულშემატკივარს, ღირსეულად აგესულებინოთ!“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

სამხედრო მოსამსახურეების განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება გენერალური შტაბის უფროსმა. „მოხარულები ვართ, რომ ახალი შევსება მივიღეთ. ქვეყანას სჭირდება სამხედრო ინტელიგენცია. ეს ის თაობაა, რომელიც სწორ გზაზე დგას, მათგან გაიზრდებიან მოაზროვნე სამხედროები, რაც ასე მნიშვნელოვანია. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაიცვას საკუთარი ტერიტორიები, ვალდებულებები პარტნიორ ქვეყნებთან და ფასეულობები. ეს ის თაობაა, რომელიც ამას შეძლებს ჩვენთან ერთად“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ფიცის დადებამდე იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს; შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

აკადემიის იუნკერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა და სამხედრო ფიცის დადება აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცა.

იუნკერთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ იუნკერთა ოჯახის წევრები, რომლებსაც თავდაცვის მინისტრი გაესაუბრა და შვილების წარმატება მიულოცა.
პირველი კურსის იუნკერებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების ორეტაპიანი კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

ახალწვეულებმა წარმატებით გაიარეს ტაქტიკური და საინჟინრო მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები. დაეუფლნენ იარაღთან ურთიერთობისა და დამიზნების წესებს, ასევე გაეცნენ სადისციპლინო წესდებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42