"ყველა მაჟორიტარი აქ არის, ერთად ვართ. გადავწყვიტეთ, რომ შევდივართ ახალ ბრძოლაში, ბრძოლას ვაგრძელებთ. იმ ძალით, იმ რესურსებით, იმ ენერგიითა და მოტივაციით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. ვფიქრობთ, უნდა დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, თითოეული უბანი, თითოეული ბიულეტენი და ხალხი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ხმას“, - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
მისი თქმით, არსებობს ვიდეო მტკიცებულებები არჩევნებზე დაფისირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
მაგალითად ერთ-ერთ უბანზე გადაღებულ ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ როგორ შედის ამომრჩეველი მარკირების გავლის გარეშე უბანზე, რაც კანონდარღვევაა.
ვარშალომიძის თქმით, არჩევნები აჭარაში გაყალბდა და ამას სასამართლოში დაამტკიცებენ.
“ჩვენი გუნდი გრძნობს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, რეგიონის წინაშე. ამომრჩეველს დავპირდით, რომ თითოეული მათგანის ხმა იქნება დაცული და აქედან გამომდინარე, დარღვევების თაობაზე სასამართლოს მივმართავთ. დამატებით მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და კონკრეტული საკითხებით შევალთ სასამართლოში“, - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






