"მივმართავ "ქართული ოცნების" ლიდერებს, გააკეთონ განცხადება ქუთაისში პარლამენტის დარჩენასთან დაკავშირებით"-წერეთელი
პოლიტიკა - 17:00, 12 Oct, 2016     5374
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მიმართავს გააკეთონ განცხადება, რომელიც ქუთაისში სამთავრობო კანდიდატის პირობას - პარლამენტის აქ დარჩენის შესახებ, დაადასტურებს.

„იმ განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ქუთაისში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის მხრიდან ორ თემაზე გაკეთდა: ერთი ეხება ქუთაისში პარლამენტის დატოვებას. ქართული ოცნება პირველივე საათებში აცხადებდა, რომ პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანდა, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება.

ჩემი აზრით, ეს უბრალო საარჩევნო ტაქტიკაა, რადგან ჩვენი მთავარი გზავნილია საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისი იყოს და პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების უფლებამოსილ ლიდერებს მივმართავ, განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება და ჩავთვლით, რომ ამ მოკლე პერიოდში ოპოზიციამ დიდი საქმე გააკეთა და წარმატებას მიაღწია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა.

მეორე თემა კი გაყალბება და გაბათილებული ბიულეტენებია. ძალიან კარგია, რომ ოცნების კანდიდატმა ჩვენს ოლქში არჩევნების გაყალბება დაადასტურა. ამ შემთხვევაში ათასზე მეტ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც გაბათილდა.


ორი დღის წინ გადათვლის თაობაზე შევიტანეთ საჩივარი. ქართული ოცნების კანდიდატი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდეს. ეს ნიშნავს, რომ გაყალბება დადასტურებულია"- განაცხადა წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42