ზურაბ აბაშიძის განცხადებით მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის თავად პარტიულ საქმიანობას წყვეტს და ადგილს ახალ ძალებს და სახეებს დაუთმობს.
ვიქტორ დოლიძის თქმით ის პოლირტიკურ და პარტიულ საქმიანობას წყვეტს, თუმცა აგრძელებს ბრძოლას თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის ციხიდან გასათავისუფლებლად. ამასთანავე დოლიძის თქმით ის აგრძელებს მუშაობას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
პარტიას ასევე ტოვებს დავით ონოფრიშვილიც, მისი თქმით ის პარტიულ საქმიანობას აღარ გააგრძელებს და სხვა საქმიანობით დაკავდება.
პარტია დატოვა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გია ცაგარეიშვილმა, მისი განცხადებით მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს თავისუფალი დემოკრატების რიგები და მომავალში რა ამპლუაშიც არ უნდა მოევლინოს საზოგადოებას ის ქვეყნის მსახური იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






