"მე ვაპირებ ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ"- ზურაბ ჯაფარიძის ხმა ენმ-ს?
პოლიტიკა - 13:51, 12 Oct, 2016     6814
ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ფეისბუკზე ეხმაურება. როგორც ჯაფარიძე წერს შექმნილ სიტუაციას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომლებსაც საფუძველი ნაციონალური მოძრაობის დროს ჩაეყარა და შემდგომში ივანიშვილმა ეს მიზეზები სათავისოდ გამოიყენა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნისთვის საფრთხეა და სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ის არჩევნებზე წასვლას და მეორე ტურში „ოცნების“ წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას:

„მე არ მჯერა რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა

არც იმის მჯერა რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე ’რამაზ ნიკოლეიშვილი’ პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს

მეტიც, მე მჯერა რომ სამწუხარო რეალობა რომელშიც აღმოვჩნდით მნიშვნელოვანწილად სწორედ ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა

ენმ-მა არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ენმ-მა არ შეამცირა ბიუროკრატია რადგან სჭირდებოდა ’ადმინიატრაციული რესურსი’ ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ენმ-მა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი რომ წარმოდგენილიყო როგორც ’ერთადერთი პროდასავლური ძალა’ პოლიტიკურ ველზე

ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში

მე ასევე არ მჯერა რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ

არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს

მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის ოცნებისთვისაც, მიუხედავად იმისა მოგწონს ოცნება თუ არა

აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. გირჩის წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს

არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო

მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ.

მესმის რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე“- წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42