"მზად ვარ კანდიდატურა მოვხსნა თუ ჩემი თანამშრომლების დანაშაული გამოიკვეთება" - ონიანი შსს-ს მიმართავს
პოლიტიკა - 13:13, 12 Oct, 2016     11003
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ონიანმი მზად არის მეორე ტურიდან მოვხსნას კანდიდატურა, თუ ვაზისუბანში გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტში მისი თანამშრომლების დანაშაული გამოიკვეთება.

„შსს ვთხოვ გაასაჯაროოს ეს კადრები, რომელიც ცხადყოფს, რომ გიორგი ონიანი და მისი თანამშრომლები არიან მართლები. თუკი გასაჯაროვდება კადრები და თუ ჩემი თანამშრომლების რაღაც სახის დანაშაული გამოიკვეთება მზად ვარ ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მეორე ტურიდან საერთოდ მოვხსნი კანდიდატურას, სხვა შემთხვევაში აბუსერიძემ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა"- აღნიშნა ონიანმა.

მისი თქმით, მეორე ტურის ლეგიტიმაცია შეუძლებელია ამ ფაქტის გახსნის და ვიდეო კადრების გასაჯაროების გარეშე.

"თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს მთავრობა, მაშინ როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება იქნება უფრო უარყოფითი, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. თუ მათ გონიათ, რომ გიორგი ონიანს ამით შეაშინებენ, მათ ვეტყვი, რომ ისინი გიორგი ონიანს არ იცნობენ. არ დავუშვებ სხვა უბნიდან მოსული აბუსერიძე ურევდეს სიტუაციას უბანში"- აღნიშნა ონიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგა ონიანის განცხადებით მისი შტაბის უფროსს და აქტივისტს ვაზისუბანში ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ახალგაზრდებს ვაზისუბანში ქართული ოცნების ოფისის გვერდით მდებარე სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს და ისინი ხელკეტებით სცემეს. ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42